The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ჩადუნელი

დავით ჩადუნელი
დაბადების თარიღი:5 ივლისი, 1884
გარდაცვ. თარიღი:1965  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელ გეთსამანია,ზემო იმერეთი.

სასულიერო სემინარიის მოწაფე, 1902 წლიდან მღეროდა კოტე ფოცხვერაშვილის მიერ ქუთაისში დაარსებულ ოთხხმიან გუნდში. ქუთაისში მოსწავლეთა რევოლუციური გამოსვლების გამო სასულიერო სემინარია დახურეს და დარჩა სკოლის გარეშე, ვინაიდან ისიც მონაწილეობდა ამ ამბებში. შემდეგ ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში დაიწყო მოღვაწეობა. კვირაობით მუშებსა და ნოქრებს საუბრებს უტარებდა პოლიტიკური ეკონომიიდან, ასწავლიდა ქართულ ხალხურ რევოლუციურ სიიმღერებს; ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი და კონცერტებს მართავდა კინო-დარბაზში, ქალაქის თეატრში. 1936 წელს მონაწილეობდა ლენინგრადში გამართულ საკავშირო ოლიმპიადაში, სადაც მისი ანსამბლი პირველი ხარისხის დიპლომოთ დააჯილდოვეს. 1941 წელს მოსკოვში მიიწვიეს კონცერტების ჩასატარებლად. 1947-1953წწ. რადიოკომიტეტის ანსამბლის სოლისტი იყო. დააგროვა მდიდარი მასალა ქართული მუსიკალური ლექსიკონისათვის. ღრმა მოხუცებულობამდე მღეროდა. ხალხური სიმღერების ანსამბლის სოლოსტი, ლოტბარი.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.206; chaduneli.ge



გააზიარე: