შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არშუშა![]()
ბიოგრაფიაარშუშა, ქართლის ერისმთავარი VII საუკუნის ბოლოს. მოხსენიებულია "მოქცევაი ქართლისაში" შესულ "დიდ ერისთავთა" სიაში კურაპალატის ტიტული და აგრეთვე აბასთუმნის ეკლესიის ჯვრის კვარცხლბეკის წარწერაში ბიზანტიის იმპერატორის იუსტინინე II-ის მმართველობის პირველ პერიოდში(685-695) "ქართველთა ერისთავად", "მამფალის" და "პატრიკოსის" ტიტულებით. არშუშას ბიზანტიური ტიტულები მოწმობენ, რომ ქართლი ამ პერიოდში ბიზანტიის პოლიტიკის გავლენის ქვეშ ყოფილა, რაც 689 წელს ბიზანტია - სახალიფოს ზავის პირობებიდან უნდა გამომდინარეობდეს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.219
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |