Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აპოლონ ჩავლეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბოხვაური, ოზურგეთის რაიონი. 1929 წლიდან გუნდის ხელმძღვანელად მუშაობას შეუდგა წითელ არმიაში. მან მომღერალთა მრავალ კოლექტივს გაუწია ხელმძღვანელობა; ასეთებია: მახარაძის რკინიგზის სადგურის, სოფ. დვაბუზს, ნაგომრის, ბოხვაურის, მერიისა და სხვა საკოლმეურნეო გუნდები. ჩვიდმეტ წელზე მეტ ხანს შეუცვლელად განაგრძობდა სოფ. ნაღობილევისა და თხინვალის საკოლმეურნეო გუნდების ხელმძღვანელობას; შეისწავლა და დაამუშავა სამოცზე მეტი გურული სიმღერა, აგრეთვე საჩონგურო და კომპოზიტორების მიერ შექმნილი სიმღერები. იგი თვითმოქმედი კომპოზიტორიც იყო; ხალხურ ჰანგებზე დაყრდნობით შექმნა და ოლიმპიადაზე შეასრულა: სიმღერები ლენინზე (ჩონგურით), "საკოლმეურნეო" ("დგას ნანატრი გაზაფხული"), რვა მარტზე ("დიდება მშრომელ ქალებს"), მახარაძეზე, გამოფენაზე და სხვა. ხანდაზმული ლოტბარი ახალგაზრდული გატაცებით ემსახურებოდა საყვარელ საქმეს. ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.207; blog.geguchadze.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |