The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკიფორე ჩავლეიშვილი

დაბადების თარიღი:1894
გარდაცვ. თარიღი:1963  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის რაიონი. 

დაამთავრა ასკანის ოთხწლიანი სკოლა 1909 წელს.

სიმღერა თექვსმეტი წლის ასაკსი დაიწყო. მღეროდა იმ გუნდში, რომელსაც ბიძამისი, ცნობილი სამუელ ჩავლეიშვილი, ხელმძღვანელობდა. იქვე მღეროდა ილარიონ ჩავლეიშვილი. მათგან ბევრი რამ შეიძინა. ორი წლის შემდეგ, 1912 წლიდან, სიმღერის მასწავლებლობა დაიწყო ასკანის და ბახვის სკოლებში. მოგვიანებით ასკანის თემში სიმღერისა და ცეკვის საკოლმეურნეო გუნდი ჩამოაყალიბა და მესამე რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე 1934 წელს თბილისში ამიერკავკასიის გუნდებს შორის გამართულ შეჯიბრებაში გურული სიმღერებისა და ცეკვების კარგი შესრულებისათვის მეორე ადგილი დაისაკუთრა. შემდეგ ამ გუნდით კონცერტები გამართა ქუთაისში, ჭიათურაში, ბათუმში, სამეგრელოს სხვადასხვა რაიონებში, აგრეთვე-სამრეწველო ცენტრებში და საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში. 1942 წელს ფრონტზე გაიწვიეს; მამაცურად იბრძოდა; შეძლებისდაგვარად იქაც აყალიბებდა მომღერალთა ჯგუფებს, რომელთაც მონდომებით ხელმძღვანელობდა. ბიძამისმა სამუელმა ანდერძად დაიბარა: ხალხურ სიმღერებს ფაქიზად შენახვა და დაცვა სჭირდებაო. იგი ხანდაზმულობის მიუხედავად, ბოლომდე პირნათლად ასრულებდა ამ ანდერძს. 

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.208


გააზიარე: