The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოკო ჩაჩიბაია

Legal name:სერგო ჩაჩიბაია
Date of birth:1906
Date of death:1988  (at 82 years)
Category:Singer, Folklorist

Biography

ახალსენაკის ტექნიკუმში მოწაფეთა გუნდში მღეროდა. იგი მრავალ ხალხურ სიმღერას დაეუფლა. 1925 წლიდან დაიწყო მუშაობა ძუკუ ლოლუას სახელობის დასავლეთ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის გუნდში. ზაფხულობით ახალსენაკის რკინიგზის კლუბში ჩამოყალიბებულ სანაგიტთეატრის პატარა ჯგუფში მონაწილეობდა და 1928-1929წწ. გასტროლებით ორჯერ მოიარა მანძილი ზუგდიდიდან ტუაფსემდე. 1937-1941წწ. უძღვებოდა პოლიგრაფმრეწველობის მუშაკთა რესპუბლიკური კავშირის ხალხური სიმღერების ანსამბლს, რომელიც წარმატებით გამოდიოდა თვითმოქმედი გუნდების შეჯიბრებებში. გარდა ამისა, შეკრიბა და 1940 წელს ცალკე წიგნად გამოსცა "სასიმღერო ლექსთა კრებული". მრავალი წლის განმავლობაში იყო რადიოკომიტეტის გუნდის სოლისტი, თბილისის კონსერვატორიის ვოკალური კვარტეტის წევრი (ხელმძღვანელი: გრიგოლ კოკელაძე). კინოფილმ "ნარინჯის ველის" მუსიკალურ გაფორმებაში გარკვეული წვლილი მასაც აქვს შეტანილი. გორის თეატრში მუსიკალურად გააფორმა ვასო პატარაიას "უჩა უჩარდია". საკმაოდ იყო დატვირთული კულტურის სამინისტროში, პოლიგრაფიულ მრეწველობაში (ე. წ. ცეკას გამომცემლობა) მუშაობით, მაგრამ მაინც პოულობდა დროს იმისათვის, რომ ქართული ხალხური სიმღერისათვის მისი განუმეორებელი ელფერი შეენარჩუნებინა. ფოლკორისტი, ლოტბარი. 

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.210


Member of Organizations

  • ვოკალური კვარტეტის , წევრი

Share: