შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი აგიაშვილი![]()
ბიოგრაფიასწავლობდა ქუთაისის უეზდის სასწავლებელში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომებში. 1877 წელს რუსეთ-თურქეთის ომში დაიჭრა. 1854 წელს დაჯილდოვდა იუნკერის ჩინით, რაც გამოცხადდა 1855 წლის 13 სექტემბერს კავკასიის კორპუსის ბრძანებულობაში; პრაპორშჩიკი (1861), პოდპორუჩიკი (1868), კაზაკთა პოლკის ლეიბ-გვარდიაში გადაიყვანეს კორნეტად (1871), შემდეგ ხდება პორუჩიკი (1874), შტაბ-როტმისტრი (1879), როტმისტრი (1884), პოლკოვნიკი (1891); ამ უკანასკნელ ჩინში მოიხსენიება 1901 წლის მაისამდე, მოგვიანებით გახდა გენერალ-მაიორი. დაჯილდოებულია ორდენებით, მედლებითა და სხვა. მისი მეუღლე იყო თავადის ასული ნატალია დადიანი. რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის მარშალი (1870-1876). წყარო: nobility.pro
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |