The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე რონდელი

ალექსანდრე რონდელი
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1942
გარდაცვ. თარიღი:12 ივნისი, 2015  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ირანის ისტორიის სპეციალობით 1966 წელს. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე ასპირანტურაში.

1968-1970წწ. მუშაობდა ირანში; 1970 წლიდან გააგრძელა სწავლა ასპირანტურაში, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა მასწავლებლად და 1983 წლიდან - დოცენტად. 1976-1977წწ. სტაჟირება გაიარა ლონდონის (დიდი ბრიტანეთი) ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის გეოგრაფიის დეპარტამენტში; 1982 წელს სტაჟირება გაიარა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე; 1993-1994წწ. სტაჟირება გაიარა ვუდრო ვულსონის სახელობის საზოგადოებრივ და საერთაშორისო საქმეთა სკოლაში (პრინსტონის უნივერსიტეტი, აშშ). 1991 წელს ალექსანდრე რონდელი იყო მიწვეული პროფესორი ემორის უნივერსიტეტში (აშშ); 1995 წელს-მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში (აშშ); 1992, 1995 და 1997 წლებში - უილიამს კოლეჯში. 1993 წელს აირჩიეს ლონდონის სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის წეევრად. 1991-1996წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის გამგე; 1997-2001წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი; 2000 წელს მას მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი; 2002 წლიდან იყო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1974).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ირანის ქალაქების ფორმირებისა და განვითარების ძირითადი საკითხები", დაიცვა 1974 წელს.

წყარო: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი: gfsis.org/geქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.224; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.214

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: