შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ელიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი თბოაირმომარაგებისა და სავენტილაციო სისტემების ინჟინრის სპეციალობით 1956 წელს. 1956-1958წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" ახალჩამოყალიბებული გაზიფიკაციის სექტორის ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1958-1963წწ. საქართველოს სამთო-ტექნიკური ზედამხედველობის კომიტეტში მთავარ ინჟინრად; 1963-1967წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გაზიფიკაციის მთავარ სამმართველოში ("მთავარგაზი") ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი, სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსის მოადგილე; 1967-1969წწ. ქ. თბილისის გაზის მეურნეობის კაპმშენებლობის განყოფილების უფროსი; 1969-1976წწ. სსრკ კავშირის გაზის მრეწველობის სამინისტროს ამიერკავკასიის გაზსადენების სისტემის უფროსის მოადგილე - მთავარი ინჟინერი; 1976-1992წწ. მუშაობდა ამავე სამინისტროს საწარმოო გაერთიანება "საქტრანსგაზმრეწვის" მთავარ ინჟინრად; 1992-1993წწ. საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტ "საქგაზის" თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1993-1997წწ. თავმჯდომარედ; 1997 წლიდან სს "საქტრანსგაზმრეწვის" გენერალური დირექტორის მოადგილედ და დირექტორად; უშუალოდ ხეხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის გაზსადენების სისტემის რეკონსტრუქცია-გაფართოებას, მძლავრი საკომპრესორო სადგურებისა და მიწისქვეშა საცავების პროექტირებას, მშენებლობასა და ექსპლუატაციას; საქართველოში, აზერბაიჯანში, ირანში, ჩრდილოეთ კავკასიაში, სომხეთში და სხვა კვლევები აქვს ჩატარებული თბოაირმომარაგებისა და სავენტილაციო სისტემებში თბური ენერგიის რესურსების დაზოგვის მიმართულებით; 1960 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბოგაზმომარაგების, ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავებისა და ექსპლუატაციის კათედრაზე; კითხულობს მაგისტრალური მილსადენების სისტემების ავტომატიზაციისა და ექსპლუატაციის კურსს; არის არაერთი სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციის მონაწილე; დანერგილი აქვს არაერთი გამოგონება და პრაქტიკული სამეცნიერო-ტექნიკური წინადადება; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.212 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |