The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ელიაშვილი

დავით ელიაშვილი
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1931
გარდაცვ. თარიღი:10 ივლისი, 2022  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი თბოაირმომარაგებისა და სავენტილაციო სისტემების ინჟინრის სპეციალობით 1956 წელს.

1956-1958წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" ახალჩამოყალიბებული გაზიფიკაციის სექტორის ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1958-1963წწ. საქართველოს სამთო-ტექნიკური ზედამხედველობის კომიტეტში მთავარ ინჟინრად; 1963-1967წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გაზიფიკაციის მთავარ სამმართველოში ("მთავარგაზი") ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი, სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსის მოადგილე; 1967-1969წწ. ქ. თბილისის გაზის მეურნეობის კაპმშენებლობის განყოფილების უფროსი; 1969-1976წწ. სსრკ კავშირის გაზის მრეწველობის სამინისტროს ამიერკავკასიის გაზსადენების სისტემის უფროსის მოადგილე - მთავარი ინჟინერი; 1976-1992წწ. მუშაობდა ამავე სამინისტროს საწარმოო გაერთიანება "საქტრანსგაზმრეწვის" მთავარ ინჟინრად; 1992-1993წწ. საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტ "საქგაზის" თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1993-1997წწ. თავმჯდომარედ; 1997 წლიდან სს "საქტრანსგაზმრეწვის" გენერალური დირექტორის მოადგილედ და დირექტორად; უშუალოდ ხეხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის გაზსადენების სისტემის რეკონსტრუქცია-გაფართოებას, მძლავრი საკომპრესორო სადგურებისა და მიწისქვეშა საცავების პროექტირებას, მშენებლობასა და ექსპლუატაციას; საქართველოში, აზერბაიჯანში, ირანში, ჩრდილოეთ კავკასიაში, სომხეთში და სხვა კვლევები აქვს ჩატარებული თბოაირმომარაგებისა და სავენტილაციო სისტემებში თბური ენერგიის რესურსების დაზოგვის მიმართულებით; 1960 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბოგაზმომარაგების, ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავებისა და ექსპლუატაციის კათედრაზე; კითხულობს მაგისტრალური მილსადენების სისტემების ავტომატიზაციისა და ექსპლუატაციის კურსს; არის არაერთი სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციის მონაწილე; დანერგილი აქვს არაერთი გამოგონება და პრაქტიკული სამეცნიერო-ტექნიკური წინადადება; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.212

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული ენერგეტიკული აკადემია, პრეზიდიუმის წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: