The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ელიოზიშვილი

გივი ელიოზიშვილი
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1924  (99 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა მოსკოვის საფინანსო-ეკონომიური ინსტიტუტის თბილისის ფილიალი 1947 წელს; თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1951 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის მეტროპოლიტენის N2-3 უბნების მშენებლობაზე; 1953-1957წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში ოსტატად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, სამუშაოთა მწარმოებლად, რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნის ოსტატად; 1957-1974წწ. იყო ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსი, საპროექტო ინსტიტუტ "საქკომუნპროექტის" მთავარი ინჟინერი; 1974-1999წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს, იმავდროულად იყო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის რწმუნებული მშენებლობის საკითხებში; იყო ომისა და შრომის ვეტერანი; დამსახურებული აქვს სამოქალაქო და სამხედრო ხელმძღვანელობის არაერთი მადლობა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.213


გააზიარე: