Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ელიოზიშვილი![]()
Biographyდაამთავრა მოსკოვის საფინანსო-ეკონომიური ინსტიტუტის თბილისის ფილიალი 1947 წელს; თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1951 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისის მეტროპოლიტენის N2-3 უბნების მშენებლობაზე; 1953-1957წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციებში ოსტატად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, სამუშაოთა მწარმოებლად, რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნის ოსტატად; 1957-1974წწ. იყო ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, სამმართველოს მთავარი ინჟინერი, უფროსი, საპროექტო ინსტიტუტ "საქკომუნპროექტის" მთავარი ინჟინერი; 1974-1999წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს, იმავდროულად იყო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის რწმუნებული მშენებლობის საკითხებში; იყო ომისა და შრომის ვეტერანი; დამსახურებული აქვს სამოქალაქო და სამხედრო ხელმძღვანელობის არაერთი მადლობა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.213
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |