The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მზია ანდღულაძე

მზია ანდღულაძე
დაბადების თარიღი:24 სექტემბერი, 1937  (86 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი ძირითადი ორგანული და ნავთობქიმიური სინთეზიის ტექნოლოგიის სპეციალობით 1967 წელს და ასპირანტურა 1982 წელს.

1967-2018 წწ. მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის კათედრაზე (ამჟამად ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტი); კითხულობს ლექციებს ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტურანტურაში, ატარებს სემინარებს და ლაბორატორიულ სამუშაოებს ნავთობისა და ნავთოპროდუქტების დანიშნულებისა და პრაქტიკაში მათი გამოყენების პერსპექტივების შესახებ. სამეცნიერო კვლევის თემას წარმოადგენს საქართველოს სხვადასხვა ადგილმდებარეობის ჭაბურღილების ნავთობებისა და მათგან წარმოებული ნავთობპროდუქტების შესწავლა პასპორტიზაციის მიზნით. კვლევა მოიცავს როგორც ქიმიური და ფრაქციული შემადგენლობის, ასევე მათი მიზანმიმართულად მოხმარების შესაძლებლობების დადგენას. აღნიშნული სამუშაობები ხორციელდებოდა "საქნავთობთან" და ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან თანამშრომლობით. მისი მონაწილეობით დამუშავებული იქნა სამი ტექნოლოგიური რეგლამენტი: თეთრი ზეთების სპიოლ-1 და სპიოლ-2-ის წარმოება და გამოყენება, საავტომობილო ზეთების წარმოება და ნამუშევარი მინერალური ზეთების რეგენერაცია მათი კვლავგამოყენების მიზნით. რეგლამენტებთან ერთად შედგენილია შესაბამისი მინიდანადგარების პროექტები. თანამშრომლობდა და დღესაც თანამშრომლობს ნავთობის სფეროში მომუშავე მოსკოვის ინსტიტუტებთან და ქარხნებთან, ბაქოს "ნავთობქიმიური სინთეზის" ინსტიტუტთან, რიგის "აეროზოლთან", ერევნის "არბიტხიმთან" და სხვ. აღნიშნულ სფეროში დაგროვილი მასალა და გამოცდილება დაგროვილია 35 სამეცნიერო სტატიაში, რამდენიმე ათეული კონფერენციის მასალებში და სახელმძღვანელოებში. წლების მანძილზე იყო სხვადასხვა საექსპორტო კომისიის წევრი, მათ შორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ შექმნილი ნავთობპროდუქტების შემსწავლელი საექსპორტო კომისიის წევრი. არის აშშ-ის Advened Basalt technologies კორპორაციის კონსულტანტი. ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგი, ქიმიის მეცნიერებათა კანდიტატი (1982), ასოცირებული პროფესორი, ემერიტუსი.

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი., 2008.- გვ. 9-11

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: