შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ჯავრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1916 წელს. 1919 წლამდე მუშაობდა იქვე, უნივერსიტეტის კანისა და ვენერიულ სნეულებათა კლინიკაში. 1919-წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1931 წელს აირჩიეს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის კანისა და ვენერიულ სნეულებათა კათედრის გამგედ, ერთდროულად, 1931 წლიდან გარდაცვალებამდე, იყო აგრეთვე კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს შრომები ვენეროლოგიისა და დერმატოლოგიის საკითხებზე. ერთ-ერთი პირველი ქართველი დერმატოლოგ-ვენეროლოგი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.530 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |