შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ემუხვარი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1951 წელს. 1961-1972წწ. მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" ობიექტებზე ინჟინრად, მშენებლობის მთავარ ინჟინრად, "ენგურჰესის" თაღოვანი კაშხლის მშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1973 წლიდან საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ "საქჰიდროპროექტის" მთავარი ინჟინერი იყო; 1993 წლიდან - ენგურის ჰესების კასკადის პროექტის მთავარი ინჟინერი; უშუალოდ მონაწილეობდა ორთაჭალჰესის, ხრამჰესის, ხუდონჰესის, ნამახვანჰესის, რუსთავის სამრეწველო კვანძისა და თბილსრესის ტექნიკური წყალმომარაგების დაპროექტებაში. საქართველოს მდინარეების ენერგეტიკული ათვისების სქემების დამუშავებაში; ხელმძღვანელობდა საქართველოს მცირე ჰესების რეაბილიტაციისა და ახლის აშენების სქემების შედგენას; 1975 წელს დაამთავრა საკავშირო ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელ მუშაკთა სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტების მართვის კურსები; 1985 წელს საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ინსტიტუტი; მონაწილეა საერთაშორისო სიმპოზიუმებისა და კონფერენციისა იტალიაში, ჩინეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, თურქეთსა და სსრკ-ში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.213-214; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.145 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |