The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ერისთავი

ზურაბ ერისთავი
დაბადების თარიღი:13 მარტი, 1937
გარდაცვ. თარიღი:2007  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტი 1959 წელს.

1960-1980წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკისა და მელიორაციის ს/კ ინსტიტუტში სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე; 1981-1986წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს სასოფლო და წყალსამეურნეო მშენებლობის განყოფილებაში უფროსის მოადგილედ და უფროსად; 1987-1989წწ. რესპუბლიკური საპროექტო-ტექნოლოგიური ტრესტ "იორწყალმშენის" მმართველად; 1989-1990წწ. საინჟინრო-ეკონომიკურ ცენტრ "ინჟეკონომცენტრის" დირექტორად; 1990-1991წწ. იყო "საქმთავარწყალმშენის" მმართველის მოადგილე; 1992-2007წწ. სამშენებლო სამმართველო "სამგორწყალმშენის" უფროსი; მონაწილეობდა წყალთა მეურნეობისა და მელიორაციისა და მელიორაციის მრავალი მნიშვნელოვანი და რთული ობიექტის მშენებლობაში; ჰიდროტექნიკის, ჰიდრავლიკის, მელიორაციის, წყალთა მეურნეობის ხაზით ჩატარებული არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო-საწარმოო სიმპოზიუმის მონაწილე; საქართველოში და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული 30-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.214

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფაზისის მეცნიერებათა აკადემია, ნამვილი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: