შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ერისთავი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1940 წელს. 1940-1941წწ. მუშაობდა თბოელექტროსადგურ "სევერნაიას" ინჟინერ-მშენებლად; 1941-1943წწ. ლითონკონსტრუქციების ქარხნის დისპეტჩერად, საამქროს უფროსად; 1943-1945წწ. მთავარი საგზაო სამმართველოს უფროს ინჟინრად; 1945-1950წწ. ტრესტ "საქნახშირის" უფროს სამუშაო მწარმოებლად; 1950-1957წწ. მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქკვებმშენის" სამმართველოს მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1957-1964წწ. სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქკვებმშენმონტაჟის" ქარხნის დირექტორად; 1964 წლიდან იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" N1 სამშენებლო სამმართველოს უფროსი; მონაწილეობდა თბილისის კიროვის სახელობის ჩარხმშენებელი და "ცენტროლიტის" ქარხნების, ზაჰესის ატომური რეაქტორის, საკოლმეურნეო ბაზრის (თბილისში) და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.214 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |