შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ერიქაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკის ფაკულტეტი 1955 წელს. 1955 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ამიარკავკასმეტალურგმშენის" რკინაბეტონის კონსტრუქციების ქარხნის საამქროს უფროსად, მთავარ ინჟინრად, ამავე სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის ცენტრალური სამშენებლო ლაბორატორიის უფროსად, ამავე ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს მუდმივმოქმედი სამშენებლო მატარებლის მთავარ ინჟინრად, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენინდუსტრიის" N1 რკინაბეტონის კონსტრუქციების ქარხნის მთავარ ინჟინრად, სამშენებლო გაერთიანება "საქმრეწვმშენის" სამშენებლო კონსტრუქციების ქარხნის მთავარ ინჟინრად და დირექტორად; მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის, დიღმის სამედიცინო კომპლექსის ობიექტების, ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის და სხვა მშენებლობებზე; დანერგილი აქვს 41 რაციონალიზატორული წინადადება.მიღებული აქვს სსრ კავშირის საუკეთესო რაციონალიზატორის წოდება. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.215
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |