შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ეროპკინი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა სურამი, ხაშურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი მიმოსვლის გზათა მშენებლობის სპეციალობით 1970 წელს. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენში", საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტის" თბილისის განყოფილებაში ინჟინრად, განყოფილების გამგედ, სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" გზების მშენებლობის სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, საინჟინრო ნაგებობათა სამშენებლო სამმართველოში N6, N7 და N12 უბნის უფროსად; 1988 წელს დაინიშნა "ჟინვალჰესის" სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად, ხოლო 1992 წლიდან ამავე სამმართველოს უფროსი იყო; ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მუშაობდა და მონაწილეობდა როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში არაერთი საგზაო და ჰიდროტექნიკური ნაგებობის მშენებლობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.215-216 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |