The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლაშა ჯანაშია

ლაშა ჯანაშია
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ჯანაშია
დაბადების თარიღი:18 ნოემბერი, 1931
გარდაცვ. თარიღი:7 სექტემბერი, 1982  (50 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1954 წელს.

1957-1970 წწ. მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, ძველი ისტორიის განყოფილებაში; 1970-1982 წწ. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ, იყო საქართველოს საისტორიო საზოგადოების სწავლული მდივანი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კითხულობდა სომხეთისა და აზერბაიჯანის ისტორიის ზოგად კურსსა და სპეცკურსებს. ძირითადად იკვლევდა IV -V საუკუნეების საქართვფელოს ისტორიას, ძველ სომხურ საისტორიო მწერლობას. ისტორიკოს სიმონ ჯანაშიას შვილი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.537; საქართველოს ისტორიის მასალები: matiane.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ჟურნალ "ცისკრის" რედკოლეგია, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • შუშანიკის წამება : ისტ.-წყაროთმცოდნ. გამოკვლევა (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988. - 391გვ.

გააზიარე: