The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალა ბაგდოევა

ალა ბაგდოევა
დაბადების თარიღი:1940  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილება სამშენებლო-საგზაო მანქანებისა და მოწყობილობების სპეციალობით 1965 წელს.

1958-1965წწ. მუშაობს "საქჰიდროენერგომშენში" სამსხვრევ საამქროში პულტის მმართველად, ტექნიკოსად და შემდეგ ინჟინრად.1965 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მექანიკის ინსტიტუტში იწყებს მუშაობას.1966 წელს  ა. ბაგდოევა ახლადშექმნილ მანქანათა დინამიკის განყოფილებაში გადადის და მისი ინტერესის სფეროს ვიბრაციულ მანქანებში პარაზიტული რხევების კვლევა წარმოადგენს. წარმატებულად დაცული საკანდიდატო დისერტაციის შემდეგ ვიბრაციის ადამიანის სხეულზე გადაცემას იკვლევს. ამ პროცესების შესწავლა შესაბამის ბიომექანიკურ მოდელებზე ხდებოდა, რომელთა შედგენამ ამგვარი სისტემების ფიზიოლოგიურ თავისებურებებში ჩაღრმავება და მათი მოდელის აღწერაში შეტანა მოითხოვა. სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ, რომელიც ნერვიულ-კუნთოვან სისტემაში რხევითი პროცესის მოდელირებას ეძღვნება მეცნიერი თავის ტვინის ნეირონებში პერიოდული გარეშე ზემოქმედების დროს რხევითი პროცესების მოდელურ კვლევებს შეუდგა და წლების მანძილზე აგრძელებდა ამ საკითხზე მუშაობას.სამეცნიერო კვლევის მიმართულებებია: მექანიკა, კიბერნეტიკა, ბიოლოგია, ფიზიოლოგია. მას გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის ოთხი მონოგრაფია, გარდა ამისა ორი საავტორო გამოგონების ავტორიცაა. მისი ბოლოდროინდელი გამოკვლეევები დაკავშირებულია ორგანიზმის ნერვიულ-კუნთოვანი სისტემების შესწავლასთან, რომელსაც როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს  ორგანიზმის, ადამიანი-ოპერატორის ვიბროდაცვის და პროფესიული შერჩევის თვალსაზრისით. ფიზიოლოგი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1973), ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო:საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი., 2008.- გვ.14-15


გააზიარე: