შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ერქომაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დონის როსტოვი, რუსეთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1946 წელს. 1942-1954წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "აჭარპროექტში" არქიტექტორად, დირექტორად; 1954-1969წწ. საპროექტო ინსტიტუტ "ქალაქმშენსახპროექტის" აჭარის ფილიალში მთავარ ინჟინრად; 1969-1981წწ. ქ. ბათუმის მთავარ არექიტექტორად; 1981-1989წწ. "ქალაქმშენსახპროექტის" ბათუმის ფილიალის დირექტორად; მისი პროექტებით აშენდა 50-ზე მეტი შენობა, ბათუმის დრამატული თეატრი (არქიტექტორ ტეპლიცკისთან თანაავტორობით), მენავთობეთა კულტურის სასახლე, საცურაო აუზი, კინოთეატრი, ინდუსტრიული ტექნიკუმი, თვრამეტსართულიანი სასტუმრო და ტურბაზა, აეროსადგური (ბათუმში), სასოფლო კლუბები, სკოლები, საცხოვრებელი სახლები (ბათუმსა და ფოთში); რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ბათუმის სტადიონ "დინამოსა" და ზღვისპირა პარკს; 1969-1981წწ. იყო ბათუმის საქალაქო საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატი, აღმასკომის წევრი, მშენებლობის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე; შრომის ვეტერანი; დაჯილდოებული იყო სხვადასხვა მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.216 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |