შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჯანდიერი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1828 წელს დაიწყო სამხედრო სამსახური ქართულ ქვეითთა პოლკში. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1828-1829) დროს პრაპორშჩიკის ჩინით მონაწილეობდა ახალციხის იერიშში. ყირიმის ომის (1853-1856) დაწყებისთანავე დაევალა ქართველ ცხენოსანთა მოხალისე რაზმეულის შედგენა. რაზმეული ყველა დათვალიერებასა და ბრძოლაში გენერალ ი. ამილახვრის მიერ საგანგებოდ ამ რაზმეულისთვის გაკეთებული დროშით გამოდიოდა, ამიტომ რაზმეულის მამაც მეთაურს "დროშა-ჯანდიერი" უწოდეს. ჯანდიერმა და მისმა რაზმეულმა განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა ჩოლოქის 1854 წლის 4(16) ივლისის ბრძოლაში. რუსეთის არმიის პოლკოვნიკი (1854). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.538; ინტერნეტ მაღაზია და გრაფიკის ვირტუალური მუზეუმის პორტალი : www.grafika.ru ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |