შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იუსტინე ჯანელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სამტრედია, სამტრედიის რაიონი. 1905 წლის სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის ხარკოვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს. სწავლა განაგრძო შვეიცარიაში. 1911 წელს მიიღო მოსკოვის უნივერსიტეტის დიპლომი. გამოაქვეყნა 100-ზე მეტი სამეცნიერო შრომა ზოგადი და აღდგენითი ქირურგიის, ტრავმატოლოგიის და გულის ქირურგიის საკითხებში. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კლინიკური ქირურგიის განვითარებაში. წარმატებით განახორციელა ოპერაცია გულის ჭრილობის დროს (1911); მსოფლიოში პირველმა წარმატებით გაკერა ასწვრივი აორტის ჭრილობა (1913). გულის ჭრილობების ქირურგიული მკურნალობის გამოცდილება გადმოსცა მონოგრაფიაში "გულის ჭრილობები და მათი ქირურგიული მკურნალობა" (1927). დიდ ყურადღებას აქცევდა მუცლის ღრუს ორგანოების ქირურგიულ დაავადებებს. რიგი მისი შრომებისა ეძღვნება კანის გადანერგვასა და პლასტიკურ ოპერაციებს. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო გულისა და მსხვილი სისხლძარღვების ქირურგიის პრობლემების დამუშავებას, დამწვრობების მკურნალობის საკითხებს, გადაუდებელი და სამხარეო-საველე ქირურგიის პრობლემებს. 1921 წლიდან პეტროგრადის სამედიცინო ინსტიტუტის (I სამედიცინო ინსტიტუტი) ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგე, ხოლო 1927 წლიდან 1943 წლამდე - ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგე. 1939 წლიდან დაინიშნა სსრკ -ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარ ქირურგად. ხოლო 1943 წელს - ახლად შექმნილი საზღვაო-სამედიცინო აკადემიის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგედ დაინიშნა. 1938 წელს ქირურგთა საკავშირო ყრილობაზე მეცნიერმა წარმოადგინა საპროგრამო მოხსენება დამწვრობის 600 შემთხვევის მკურნალობის გამოცდილების შესახებ. ქირურგი, სამედიცინო სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი (1943). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და მედლები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.539; ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.186 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |