შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოლია ოკუჯავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1912 წელს სწავლობდა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიაში, 1913 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად ჭიათურის ქალთა გიმნაზიაში. 1916 წელს სასწავლებლად გაემგზავრა მოსკოვში, სადაც პარტიის წევრი გახდა. 1929 წელს ოლია ოკუჯავა ბრალდებულ იქნა ტროცკიზმში, მიესაჯა გადასახლება სამი წლის ვადით, რომელიც მან უზბეკეთში გაატარა. საქართველოში დაბრუნდა 1932 წელს. ოლია ოკუჯავა მეორედ დააპატიმრეს 1936 წლის 11 ნოემბერს, დეპორტირებული იქნა ორიოლის ოლქში. 1937 წელს გალაკტიონმა ოლიას ლექსი "უკანასკნელი მატარებელი" მიუძღვნა (მასვე ეძღვნება გალაკტიონის ცნობილი ლექსი "მზეო თიბათვისა"). 1941 წლის სექტემბერში სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ოლია ოკუჯავას მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, ხოლო სამ დღეში ის 157 პოლიტპატიმართან ერთად დახვრიტეს ქალაქ ორიოლთან, მედვედის ტყეში. 1957 წელს რეაბილიტირებულ იქნა. გალაკტიონ ტაბიძის მეუღლე. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |