The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოლია ოკუჯავა

ოლია ოკუჯავა
Date of birth:1888
Date of death:11 September, 1941  (at 53 years)
Category:Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1912 წელს სწავლობდა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიაში, 1913 წლიდან  მუშაობდა მასწავლებლად ჭიათურის ქალთა გიმნაზიაში. 1916 წელს სასწავლებლად გაემგზავრა მოსკოვში, სადაც პარტიის წევრი გახდა. 1929 წელს ოლია ოკუჯავა ბრალდებულ იქნა ტროცკიზმში, მიესაჯა გადასახლება სამი წლის ვადით, რომელიც მან უზბეკეთში გაატარა. საქართველოში დაბრუნდა 1932 წელს. ოლია ოკუჯავა მეორედ დააპატიმრეს 1936 წლის 11 ნოემბერს, დეპორტირებული იქნა ორიოლის ოლქში. 1937 წელს გალაკტიონმა ოლიას ლექსი "უკანასკნელი მატარებელი" მიუძღვნა (მასვე ეძღვნება გალაკტიონის ცნობილი ლექსი "მზეო თიბათვისა"). 1941 წლის სექტემბერში სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ოლია ოკუჯავას მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, ხოლო სამ დღეში ის 157 პოლიტპატიმართან ერთად დახვრიტეს ქალაქ ორიოლთან, მედვედის ტყეში. 1957 წელს რეაბილიტირებულ იქნა. გალაკტიონ ტაბიძის მეუღლე.

Bibliography


Share: