The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეფრაიმ გური

ეფრაიმ გური
ოფიციალური სახელი:ეფრაიმ გურიელაშვილი
დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1955  (69 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა კულაში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა კულაშის საშუალო სკოლა. 1972 წელს მშობლებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში, სადაც მიიღო უმაღლესი განათლება.

1983 წელს ასრულებდა ქ. აშდოდის მერი მოვალეობას. ორჯერ აირჩიეს ქნესეთის დეპუტატად(1988-1992 და 1992-1996). ეფრაიმ გური ალიის (რეპატრიანტთა) პირველი წარმომადგენელი იყო ისრაელის პარლამენტში საბჭოთა კავშირიდან. საპარლამენტო მოღვაწეობის რვა წლის მანძილზე ეკავა ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობა, ასევე იყო ლიკუდის მთავრობაში კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილე. ეფრაიმ გურმა წვლილი შეიტანა ისრაელ-საქართველოს დაახლოებაში. სათავეში ედგა საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის საპარლამენტო ასოციაციას. ისრაელის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

წყარო:bpn.ge; საქართველო: ენციკლოპედია: georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია

გააზიარე: