The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონტი ჩიხლაძე

დაბადების თარიღი:1923
გარდაცვ. თარიღი:2003  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ახალსენაკი.

დაამთავრა სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილება, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს.

1940-1952წწ. მღეროდა რაიონულ ეთნოგრაფიულ გუნდში, რომელსაც რემა შელეგია უძღვებოდა. სანოტო ანბანი დამსახურებული მასწავლებლის ვალერიან გეგეჭკორისაგან ისწავლა. სკოლებისა და სხვა სასწავლებლების გუნდებმა მისი უშუალო ხელმძღვანელობით მრავალი კონცერტი გამართა და კარგი შეფასებაც დაიმსახურა როგორც ადგილობრივ, ისე რესპუბლიკურ დათვალიერებებზე. მის მიერ შექმნილმა ვოკალურმა ოქტეტმა 1959 წელს თბილისში ჩატარებულ რესპუბლიკურ კონკურსში მაღალი შეფასება დაიმსახურა; ოქტეტს მონაწილეობა მიაღებინეს საზეიმო სხდომის საკონცერტო ნაწილში. მსმენელები მოწონებით შეხვდნენ სიმღერას "ირული ჩქიმდა" ("ჩემსკენ ისწრაფე"). თხუთმეტ წელზე მეტ ხანს, რაც სენაკის მუსიკალური სკოლის დირექტორად იმუშავა, მუსიკალურად გააფორმა ადგილობრივი სახალხო თეატრის რვა სპექტაკლი, ხოლო სპექტაკლებში: "მოკვეთილი", "ხევისბერი გოჩა" და "კვალდაკვალ", ორკესტრსაც უდირიჟორა. რადიოთი ხშირად გაისმოდა მისი ოქტეტის მიერ შესრულებული: "ირული ჩქმიდა", "ართი ვარდი", "ერეხელი" და სხვა სიმღერები.

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.212; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.102

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: