შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბუჭუნა მოშიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვანი. 1974 წლიდან იყო ვანის სამუსიკო სკოლასთან არსებული ანსამბლის "საჩინოს" წევრი. ის ანსამბლში 10 წელი მოღვაწეობდა. მის მიერ შესრულებული სიმღერებიდან აღსანიშნავია "საჩინო" და "ფიროსმანი". 90-იანი წლების ბოლოს მომღერალი ოჯახთან ერთად ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მან მიიღო ასევე ებრაული სახელი აბრაამი. მისი მუსიკალური კარიერა ისრაელში წარმატებით გაგრძელდა. 2015 წლის 14 აგვისტოს ისრაელში, ქ. აშდოდში საკუთარ სახლთან სეირნობისას, ბუჭუნა მოშიაშვილი ტრაგიკულად, თავის არეში მიღებული ტრავმით გარდაიცვალა.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |