The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შაბთაი ცური

შაბთაი ცური
Legal name:შოთა ცოციაშვილი
Date of birth:15 February, 1951  (74 years)
Category:Diplomat, Public official, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ვანი.

დაამთავრა ვანის მეორე საშუალო სკოლა 1967 და სწავლა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგრძო, რომელიც 1974 წელს დაამთავრა.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ  იგი სახცოვრებლად ისრაელში გადავიდა და ქ. აშკელონში დასახლდა. 1979 წლიდან მუშაობა დაიწყო ისრაელის ეროვნულ ბანკში, ამავე დროს დაიწყო მოღვაწეობა ადგილობრივ პოლიტიკურ მოძრაობაში, მოგვიანებით გაწევრიანდა ლიკუდის პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში. შაბთაი ცური ქალაქის ვიცე მერი იყო, 2003 წელს კი ქალაქის მერის პოზიცია დაიკავა; შაბთაი ცური წლების განმავლობაში იყო საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში. როგორც ლიკუდის პარტიის აქტიური წევრი ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა პარტიის ერთ-ერთ წამყვან ლიდერთან და 2001-2006 წლებში ქვეყნის პირველ პირთან - არიელ შარონთან. 2005 წლის იანვრიდან 2008 წლის აგვისტომდე იყო ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პარალელურად ის ხელმძღვანელობდა ისრაელის საკონსულოს ქ. ერევანში. 2014 წლის 4 ნოემბერს, საქართველო-ისრაელის 26 საუკუნოვანი მეგობრობის ფარგლებში ქ. ვანის სანაპიროს ქუჩას, სადაც დაიბადა და გაიზარდა შაბთაი ცური, სიცოცხლეშივე მიენიჭა მისი სახელი.

Member of Organizations

  • საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი , თანათავმჯდომარე

Awards and Honors

  • 2018 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • ქ. ვანის საპატიო მოქალაქე

Share: