შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოსანა აივაზაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის რაიონი. 1928-1943წწ. მუშაობდა ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურის კოლმეურნეობა "წითელ ოქტომბერში"; 1943 წელს აირჩიეს ქისტაურის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ; 1946 წლიდან იგი კვლავ კოლმეურნეობაშია; 1938 წლიდან ხელმძღვანელობდა მეაბრეშუმეობის რგოლს და სისტემატურად კარგ შედეგებს აღწევდა; 1958 წელს მიიღო 92 კილოგრამი აბრეშუმის პარკი, გეგმით გათვალისიწნებული 32 კილოგრამის ნაცვლად. აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ მუშაობაში. სტახანოველი მეაბრეშუმე, აბრეშუმის ჭიის გამოკვების პროგრამის მეთოდების დანერგვის ინიციატორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ., 1975. -გვ. 231-232 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |