The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოსანა აივაზაშვილი

დაბადების თარიღი:8 მარტი, 1900  (124 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მუშა

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის რაიონი.

 1928-1943წწ. მუშაობდა ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურის კოლმეურნეობა "წითელ ოქტომბერში"; 1943 წელს აირჩიეს ქისტაურის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ; 1946 წლიდან იგი კვლავ კოლმეურნეობაშია; 1938 წლიდან ხელმძღვანელობდა მეაბრეშუმეობის რგოლს და სისტემატურად კარგ შედეგებს აღწევდა; 1958 წელს  მიიღო 92 კილოგრამი აბრეშუმის პარკი, გეგმით გათვალისიწნებული 32 კილოგრამის ნაცვლად. აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ მუშაობაში. სტახანოველი მეაბრეშუმე, აბრეშუმის ჭიის გამოკვების პროგრამის მეთოდების დანერგვის ინიციატორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1. -თბ., 1975. -გვ. 231-232 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრ V მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1952 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: