Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ჩხაიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფ აცანა, ოზურგეთის მაზრა. 1909 წელს აცანიდან სუფსაში გადასახლდა საცხოვრებლად. მუშაობდა სუფსის ნავსადგურში, თან შემოქმედებით და საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა. 1911 წელს სუფსაში გურული სიმღერების შემსრულებელთა ჯგუფი ჩამოაყალიბა. ენერგიულად შეუდგა მუშაობას, თავი მოუყარა ადგილობრივ მომღერლებს და კონცერტები გამართა. მსმენელებს ძალიან მოსწონდათ გუნდის მიერ შესრულებული სიმღერები, გუნდის წარმატება პრესამაც აღნიშნა. 1937 წელს ლანჩხუთის რაიკომის გადაწყვეტილებით გადაიყვანეს ეგნატე ნინოშვილის სახელობის თეატრის ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად. 1938 წელს ლანჩხუთელმა მომღერლებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მეხუთე რესპუბლიკურ ოლიმპიადაში, სადაც კოლორიტულად შეასრულეს გურული ხალხური სიმღერები. გუნდმა და მისმა ხელმძღვანელმა ქება დაიმსახურეს. სამამულო ომის დროს გუნდი დაჭრილი მეომრების წინაშე გამოდიოდა კონცერტებით, რისთვისაც მრავალი მადლობის წერილი მიიღო. იგი ხშირად მღეროდა სამუელ ჩავლეიშვილთან, თავის თანატოლ ვარლამ სიმონიშვილთან, ალექსანდრე მახარაძესთან და სხვებთან ერთად. თავის დროზე შემოქმედებითი მეგობრობა აკავშირებდა ძუკუ ლოლუასთან, კიწი გეგეჭკორთან, რემა შელეგიასთან და ხალხური სიმღერის სხვა გამოჩენილ ოსტატებთან. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.215
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |