შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი ასკაროვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისში. 1918 წელს მოხალისედ შევიდა წითელ არმიაში. რუსეთის სამოქალაქო (1918-1920), სსრკ ფინეთის (1939-1940) და სსრკ-გერმანიის (1941-1945) ომების მონაწილე. 1943 წლის სექტემბერში მდინარე დნეპრის გადალახვის დროს გამოჩენილი გმირობისა და მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება (17.10.1943). არმიიდან დემობილიზაციის შემდეგ დასახლდა ტამბოვში. მუშაობდა რკინიგზის დეპოში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ეროვნებით ჩერქეზი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.228 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |