შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი ალექსიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით 1995 წელს; 2002 წლის აგვისტო-მაისი - სწავლობდა დიუკ-ის უნივერსიტეტში (აშშ). 1996-1999წწ. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა ინსტიტუტი, პარალელურად საქართველოს პარლამენტის მთავარი სპეციალისტი; 1999-2001წწ. - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე; 1994-2001წწ. - საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარე; 2001-2002წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; 2004 წელს - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის კონსულტანტი; 2004 წელს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი; 2005-2007წწ. იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საერთაშირისო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე პრეზიდენტი. წყარო: საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია: economists.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |