The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამბროსე

Date of birth:14??
Date of death:15??
Category:Calligrapher

Biography

XV-XVI საუკუნეების ქართველი მხატვარი-კალიგრაფი, წარმოშობით სამცხედან, ათაბაგ ქაიხოსრო I ჯაყელის (1498-1500) გაზრდილი. 

1498 წელს ამბროსეს გადაუწერია და შეუმკია "ფსალმუნნი". 1500 წელს მას ახლადაღსაყდრებულმა ათაბაგმა მზეჭაბუკმა დაავალა ქაიხოსრო I-ის სულის მოსახსენიებლად შეწირულობების განაწილება აღმოსავლეთ საქრისტიანოს სამონასტრო კერებისთვის. ამბროსე ეწვია ათონის მთას, სადაც მოაჭედინა ან თვით მოჭედა პორტაიტის ღვთისმშობლის ხატი. 1501 წელს ამბროსე გაემგზავრა იერუსალიმს და აქ ოთხთავი გადაწერა. შესაძლოა ის იყოს XVI საუკუნის I ნახევარში ალასტნის ჭალთა წმ. გიორგის მონასტერში გადაწერილი მეტაფრასის ერთ-ერთი ანდერძ-მინაწერში მოხსენიებული ამავე მონასტრის წინამძღვარი ამბროსე.

წყარო: ქართული წყაროთმცოდნეობა. - თბილისი, 2011/2012. - [ტ.] XIII-XIV/ თემო ჯოჯუა. - გვ.103-152.


Share: