The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გივი ცომაია

Date of birth:1930
Date of death:1996  (at 66 years)
Category:Conductor, Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა ფოთის ვაჟთა პირველი საშუალო სკოლა, ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა 1955 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. 

1955 წელს კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე მოეწყო. კონსერვატორიაში სწავლის პირველი წლიდანვე მუშაობა დაიწყო ბინაზე მომუშავეთა თბილისის პროფკავშირის საქალაქო კომიტეტის მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელად. პარალელურად 1957 წლიდან საქართველოს სახელმწიფო კაპელაში მღეროდა, ხოლო კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, 1960 წლიდან, ამავე კაპელის დირიჟორი იყო. პედაგოგიურ მუშაობასაც ეწეოდა. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის მეორე მუსიკალურ სასწავლებელში ახალგაზრდებს ასწავლიდა საგუნდო-სადირიჟორო ოსტატობას და სპეციალურ სადირიჟორო კლასს ხელმძღვანელობდა. ბევრი მისი მოსწავლე კონსერვატორიის სტუდენტი გახდა. მონაწილეობა მიიღო 1958 წელს მოსკოვში გამართულ საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების მეორე დეკადაში. ოლიმპიადებზე და დათვალიერებებზე მოპოვებული წარმატებებისათვის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო.   

წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.220


Share: