შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ წერეთელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ტინისხიდი, გორის რაიონი. დაამთავრა გორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი 1929 წელს, თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1937 წელს გორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში მემცენარეობის, მეცხოველეობისა და სოფლის მეურნეობის საფუძვლების მასწავლებლად მუშაობდა. პარალელურად სიმღერებს სწავლობდა მიხეილ კავსაძისგან, გიორგი სვანიძისგან, ბიძინა ღოღობერიძისგან (ბიძინა ღოღობერიძე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სწავლის დროს და შემდეგ ორი წელი, 1934-1935, ადგილობრივი გუნდის ხელმძღვანელი იყო). 1936-1952წწ. გორის ეთნოგრაფიული მომღერალთა გუნდის მეფანდურეთა ჯგუფის ხელმძღვანელად მუშაობდა; პარალელურად გორის რაიონის კულტურის სახლის მომღერალთა გუნდსაც ხელმძღვანელობდა; გორის მასწავლებელთა სახლის მეფანდურეებს ავარჯიშებდა; 1950-1960წწ. გორის პედაგოგიური ინსტიტუტის მომღერალთა გუნდისა და ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელი; 1958-1961წწ. გორის ბამბეულის კომბინატის კლუბის მომღერალ-მეფანდურეთა ანსამბლს ხელმძღვანელობდა, როგორც მასწავლებელი. ლოტბარი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. ოცდაათი წელიწადი ნაყოფიერად უხელმძღვანელა მომღერალთა და მეფანდურეთა ანსამბლებს. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.221 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |