The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ესაკია

მიხეილ ესაკია
დაბადების თარიღი:24 სექტემბერი, 1938  (85 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1961 წელს.

1961-1974წწ. მუშაობდა სსრ კავშირის სატრანსპორტო სისტემაში: თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე ცვლის, უბნისა და შახტის უფროსად; 1974-1976წწ. საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში სახელმწიფო ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1977-1980წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს მშენებლობის განყოფილებაში უფროს რეფერენტად; 1980-1987წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს თამჯდომარის თანაშემწედ; 1987-1990წწ. იყო საქართველოს საავტომობილო გზების მინისტრის მოადგილე; 1990-1992წწ. სამინისტროების გაერთიანების შემდეგ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მინისტრის მოადგილე; 1992-2003წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე; მონაწილეობდა თბილისის მეტროპოლიტენის "დიდუბის", "ნაძალადევის", "ვაგზლის მოედნის" მიწისქვეშა სადგურებისა და გადასარბენი გვირაბების სარკინიგზო ხაზის, მცხეთის შემოსავლელი და ნატახტარი-იგოეთის I კატეგორიის გზების, სოხუმისა და გაგრის შემოსავლელი გზებისა და გვირაბების მშენებლობაში, საქართველოს სამხედრო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებში; ხელმძძღვანელობდა საქართველოს საავტომობილო გზებზე განლაგებული გვირაბების ექსპლუატაციას; დაჯილდოებულია საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.217; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.270

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ახალქალაქი-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის დადგენილ ვადაში დამთავრებისა და მკაცრ კლიმატურ პირობებში მაღალი პროფესიონალიზმის გამოვლენისათვის

გააზიარე: