The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თარაშ ესიავა

თარაშ ესიავა
Date of birth:24 September, 1936  (88 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნოსირი, სენაკის რაიონი.

დაამთავრა ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმი 1956 წელს, ოდესის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1961 წელს.

1961-1963წწ. მუშაობდა ყაზახეთის სსრ-ის კუსტანაის ოლქში, ქ. ურიცკის სამშენებლო ტრესტში, ელევატორის მშენებლობაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1963-1983წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" ბინათმშენებლობისა და N3 სამშენებლო სამმართველოებში სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო უბნის უფროსად, სამმართველოს მთავარ ინჟინრად, ამავე ტრესტის N8 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1984-1986წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტის მმართველი, ამავე სამინისტროს აპარატში - სპეცსამუშაოთა სამმართველოს უფროსი; 1986-1990წწ. მუშაობდა სამშენებლო გაერთიანება "საქკოლმშენის" სისტემაში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე, მიწისძვრით დაზარალებულ რაჭაში ობიექტების აღდგენის კომპლექსის უფროსად; 1991-2010წწ. შპს "კანოში" - სამუშაოთა მწარმოებლად; გარდაბნის რაიონის მუნიციპალიტეტის მშენებარე ობიექტების ტექნიკური ზედამხედველი; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა კავშირგაბმულობის სახლის, კინოთეატრის, ამწემშენებელი ქარხნისა და ქარხანა "ცენტროლიტის" მშენებლობას (ქ. რუსთავში); დანერგილი აქვს რამდენიმე რაციონალური წინადადება; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.218

Awards and Honors

  • 2016 - ქალაქ რუსთავის საპატიო მოქალაქე

Share: