შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ეფრემიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1941 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაწვეულ იქნა საბჭოთა არმიის რიგებში და როგორც II მსოფლიო ომის მონაწილეს, შრომითი საქმიანობა მოუწია სამხედრო ოფიცრის რანგში; 1945 წელს მუშაობას იწყებს ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალური მეურნეობის სამმართველოს სამშენებლო-სარემონტო სამმართველოში მთავარ ინჟინრად; 1951 წლიდან მუშაობს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "თბილმშენის" N2 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "საქკვებმრეწვმშენის" მთავარ ინჟინრად, მმართველად; საქართველოს სსრ ხორცისა და რძის მრეწველობის სამინისტროს მშენებლობის სამმართველოს უფროსად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა ღვინისა და საკონსერვო მრეწველობის ქარხნები, კუტურის ობიექტები, სკოლები და საბაშვო ბაღები (კახეთში), სასტუმროები (ყაზბეგსა და ფასანაურში), მევენახეობის ს/კ ინსტიტუტი (თბილისში), ხორცისა და რძის მრეწველობის საწარმოები; II მსოფლიო ომში მონაწილეობისთვის დაჯილდოებული იყო საბრძოლო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.219 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |