შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ვარდანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქალაქგეგმარებისა და არქიტექურის ფაკულტეტი 1980 წელს. 1980-1982წწ. მუშაობდა საკავშირო საპროექტო ინსტიტუტ "ტურისტპროექტში" უფროს არქიტექტორად; 1982-1985წწ. იყო საქართველოს პროფკავშირების კურორტების მართვის რესპუბლიკური საბჭოს სამხატვრო კომბინატის არქიტექტორი; 1985-1987წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კომიტეტ "საქსახსპეცტრანსის" მშენებლობის უფროს ტექნიკურ ზედამხედველად; 1987-1991წწ. საქართველოს სახელმწიფო კომიტეტ "საქსახსპეცტრანსის" სპეც. საპროექტო ბიურო "მონორელსპროექტის" მთავარი ინჟინერი იყო; 1991-1996წწ. შპს "ოთა"-ს დირექტორი; 1996-2000წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქრკინიგზაპროექტის" მთავარ არქიტექტორად; 2000 წლიდან არის შპს "დელტაპროექტი 2000"-ის გენერალური დირექტორი; 1980 წლიდან არის 150 არქიტექტურული-სამშენებლო და სატრანსპორტო ობიექტების პროექტის ავტორი და თანაავტორი; სხვადასხვა დროს მის მიერ შესრულებული პროექტები აღინიშნა საერთაშორისო და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო და არქიტექტურული პრემიებითა და დიპლომებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.221; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.175 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |