The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ვარდიაშვილი

Date of birth:28 August, 1936
Date of death:2004  (at 67 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტრანსპორტისა და საავტომობილო გზების ფაკულტეტი, საავტომობილო გზების მშენებელი ინჟინრის კვალიფიკაციით 1963 წელს.

1963 წელს მუშაობა დაიწყო მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საკოლმეურნეო ბაზრების სამმართველოს სამშენებლო-სარემონტო კანტორაში მშენებელ-ოსტატად, უბნის უფროსად, შემდგომ კი საქალაქო ტრანსპორტის სამმართველოს სამშენებლო სამმართველოს უბნის უფროსად; 1965 წელს გადაყვანილ იქნა საქართველოს საავტომობილო გზების მთავარ სამმართველოში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ჯგუფის ინჟინრად; 1969 წელს საძიებო რაზმის უფროსად; 1970-1972წწ. მუშაობდა ქუთაისი-ნატახტარის გზის სამმართველოში უფროს ინჟინრად, ხოლო 1972 წლიდან საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს ჯერ ბორჯომის, ხოლო შედგომ ოზურგეთის საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოების მთავარი ინჟინერად; 1980 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახორგგზაპროექტის" საგეგმო და ეკონიმიური სტიმულირების განყოფილების მთავარ ინჟინრად, საავტომობილო გზების სამინისტროს მექანიზაციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; ხოლო 1987 წლიდან უფროსად; 1989 წლიდან იყო თბილისის საწარმოო გაერთიანება "თბილავტოგზის" უფროსის მოადგილე ექსპლუატაციის დარგში; 1996 წელს მიწვეულ იქნა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის აპარატში, ხოლო შემდგომ ქ. თბილისის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ექსპერტ-კონსულტანტად; 2002 წლიდან იყო შპს "კოდექსის" და საზოგადოება "კახეთის " დირექტორი; მისი ხელმძღღვანელობით რესპუბლიკაში შესრულებულია არაერთი მნიშვნელოვანი საავტომობილო გზისა და საგზაო დანიშნულების ობიექტის სამშენებლო და საექსპლუატაციო სამუშაოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.221


Share: