The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალიოშა ჯაფარიძე

ალიოშა ჯაფარიძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:20 თებერვალი, 1899
გარდაცვ. თარიღი:12 ოქტომბერი, 1945  (46 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის ბაღი, თბილისი
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხრეითი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრო-მექანიკური ფაკულტეტი 1930 წელს.

მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ალპინიზმს დაუკავშირა. მისი ხელმძღვანელობით მოეწყო საეტაპო მნიშვნელობის პირველი საბჭოთა ასვლები თეთნულდზე (1930), უშბაზე (1934), პამირის უსახელო მწვერვალზე (1936), კავკასიონის ქედის ტრავერსზე (1940), პირველ ზამთრის უშბაზე (1943) და სხვ. მან პირველმა შეისწავლა ხვამლის, ტვიშის, ორხვისა და ორპირის გამოქვაბულები, კაცხის სვეტი. იყო საქართველოს ალპური კლუბის თავმჯდომარე (1936-1949, 1943-1945) და სხვ. მისი სახელი მიენიჭა საქართველოს ალპურ კლუბს (1945), მწვერვალებს - კავკასიონსა და პამირზე. ალპინისტი, მთამსვლელობის ორგანიზატორი და საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი (1936).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.543; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.328

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • 1934 - სსრკ სპორტის ოსტატი

ბიბლიოგრაფია

  • პამირის მთებში : 1936 წლის ექსპედიციის შესახებ (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1940. - 80გვ.
  • უშბა : ექსპედიციები მწვერვალის დასაპყრობად (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1939. - 63გვ.

გააზიარე: