The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ბეგიაშვილი

ნანა ბეგიაშვილი
დაბადების თარიღი:1941  (83 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეღვინეობისა და ხილ-ბოსტნეულის დაკონსერვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1965 წელს, ქ. ოდესის ლომონოსოვის სახელობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა 1982 წელს.

1965-1970წწ. მუშაობდა მცხეთის ღვინის ქარხნის ლაბორანტ-მიკრობიოლოგად; 1970-1972წწ. საქ. კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროს ლაბორანტად; 1972-1984წწ. უმცროს მეცნიერ მუშაკად; 1984–1989წწ. უფროს მეცნიერ მუშაკად; 1989-1991წწ.  წამყვან მეცნიერ მუშაკად; 1991-2005წწ. სწავლულ მდივანად და შეთავსებით ლაბორატორიის გამგედ; 2005-2008წწ. ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში და შეთავსებით მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 2008-2009წწ. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და შეთავსებით მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 1996-1997წწ. ნ. ბეგიაშვილი  ანტვერპენის ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ქარხანა "კრევინოს"  კონსულტანტია. 2008 წელს გაეროს განვითარების პროგრამით დაფინანსებულ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პროფესიული სტანდარტების დამუშავების მიწვეული სპეციალისტი. მისი უშუალო მონაწილეობით გამოცემულია ერთი სახელმწიფო სტანდარტი "იოდირებული მარილი" და სამი რესპუბლიკური სტანდარტი, გამოქვეყნებული აქვს 87 სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორის 26 სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნებულია იმფაქტ-ჟურნალებში, მისი შრომები რეგულარუდ ქვეყნდება როგორც საქართველოში, ისე რუსეთსა და უკრაინაში გამომავალ სამეცნიერო ჟურნალებში. ინჟინერ-ტექნოლოგი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიტატი (1988), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2006).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ყურძნის წვენისა და საქართველოს თეთრი სუფრის ღვინოების ნატურალურობის განსაზღვრის მეთოდები".

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ალკოჰოლური და უალკოჰოლური სასმელების ხარისხის გაუმჯობესების მეცნიერული საფუძველი".

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი., 2008.- გვ.21-23

ბიბლიოგრაფია

  • ღვინის ექსპერტიზა : თეორია და პრაქტიკა : სახელმძღვ. (თანაავტორი). - თბილისი, ტექნ. უნ-ტი, 2013. - 291გვ.. - ISBN: 978-9941-20-385-5

გააზიარე: