შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1924 წელს. 1927-1932 წწ. იყო აჯამეთის საცდელი სადგურის დირექტორი. 1934-1938 წწ. მარცვლეული კულტურების სახელმწიფო ჯიშთა გამოცდის ინსპექციის უფროსი. 1938-1939 წწ. საქართველოს მიწსახკომის კვლევითი სექტორის გამგე. 1939 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მემცენარეობის კათედრის ასისტენტი, დოცენტი და პროფესორი. იგი მუშაობდა სანაწვერალო კულტურების აგროტექნიკურ საკითხებზე, დაამუშავა სამარცვლე სიმინდის აგროტექნიკა დასავლეთ საქართველოს პირობებისთვის. ავტორია მემცენარეობისა და ტექნიკური კულტურების სახელმძღვანელოებისა, თანაავტორი - მეთამბაქოეობის სახელმძღვანელოსი. აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1968). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.543 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |