The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი ჯაფარიძე

დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1900
გარდაცვ. თარიღი:13 მარტი, 1978  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1924 წელს.

1927-1932 წწ. იყო აჯამეთის საცდელი სადგურის დირექტორი. 1934-1938 წწ. მარცვლეული კულტურების სახელმწიფო ჯიშთა გამოცდის ინსპექციის უფროსი. 1938-1939 წწ. საქართველოს მიწსახკომის კვლევითი სექტორის გამგე. 1939 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მემცენარეობის კათედრის ასისტენტი, დოცენტი და პროფესორი. იგი მუშაობდა სანაწვერალო კულტურების აგროტექნიკურ საკითხებზე, დაამუშავა სამარცვლე სიმინდის აგროტექნიკა დასავლეთ საქართველოს პირობებისთვის. ავტორია მემცენარეობისა და ტექნიკური კულტურების სახელმძღვანელოებისა, თანაავტორი - მეთამბაქოეობის სახელმძღვანელოსი. აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1968).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.543

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: