შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ასფაგური![]()
ბიოგრაფიაასფაგური, ქართლის მეფე III საუკუნის I ნახევარში. I "ქართლის ცხოვრების" მიხედვით იყო ქართლის (იბერიის) XXIII მეფე, ხოლო "მოქცევაი ქართლისაის" მიხედვით-XXV მეფე. ფარნავაზიანთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, მირდატ მეფის ძე. ციხე-ქალაქ უჯარმის ამშენებელი. უნდა იყოს სპარსეთის პირველი სასანიანი მეფის არდაშირ I-ის (226-41) თანამედროვე. სომეხთა მეფესთან ერთად ებრძოდა სპარსელებს და დაამარცხა ისინი, მაგრამ მისი მეფობის ბოლოს სპარსელებმა დაიპყრეს სომხეთი და ქართლში შემოიჭრნენ. ასფაგური ოსეთში გადავიდა დამხმარე ლაშქრის მოსაყვანად, მაგრამ იქ გარდაიცვალა. ასფაგურ I-ს ჰყავდა ქალიშვილი აბეშურა რომელიც დაქორწინდა უფლისწულ მირიანზე რომელიც მომავლში ცნობილი გახდა როგორც მეფე მირიან III. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.241
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |