The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ასფაგური

Date of birth:2??
Date of death:20??
Category:Nobleman, Royalty

Biography

ასფაგური, ქართლის მეფე  III საუკუნის I ნახევარში. I "ქართლის ცხოვრების" მიხედვით იყო ქართლის (იბერიის) XXIII მეფე, ხოლო "მოქცევაი ქართლისაის" მიხედვით-XXV მეფე. ფარნავაზიანთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, მირდატ მეფის ძე. ციხე-ქალაქ უჯარმის ამშენებელი. უნდა იყოს სპარსეთის პირველი სასანიანი მეფის არდაშირ I-ის (226-41) თანამედროვე. სომეხთა მეფესთან ერთად ებრძოდა სპარსელებს და დაამარცხა ისინი, მაგრამ მისი მეფობის ბოლოს სპარსელებმა დაიპყრეს სომხეთი და ქართლში შემოიჭრნენ. ასფაგური ოსეთში გადავიდა დამხმარე ლაშქრის მოსაყვანად, მაგრამ იქ გარდაიცვალა. ასფაგურ I-ს ჰყავდა ქალიშვილი აბეშურა რომელიც დაქორწინდა უფლისწულ მირიანზე რომელიც მომავლში ცნობილი გახდა როგორც მეფე მირიან III.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.241


Share: