Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აჰმედ-ფაშა ჯაყელი![]()
Biographyაჰმედ-ფაშა - ახალციხის ფაშა 1745-1758 წლებში, ისაყ I-ის ძე. აჰმედ-ფაშა სამთუღიანი ფაშა იყო და სულთნის ვეზირად ითვლებოდა. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ახალციხის საფაშოში მაჰმადიანობის შემდგომ გავრცელებასა და მუსლიმანთა საკულტო ნაგებობების მშენებლობას. მისი განკარგულებით ააგეს ახალციხეში აჰმედის სახელობის დიდი მეჩეთი, რომელთანაც დააარსეს სასულიერო სასწავლებელი და ბიბლიოთეკა. მის დროს განსაკუთრებით გაუარესდა საქართველოს მდგომარეობა. ახალციხის ფაშა თვითონ აწესებდა იმერეთის სამეფოდან თურქებისათვის მისაყიდ ტყვეთა რაოდენობას. როდესაც იმერეთის მეფე სოლომონ I-მა თურქებს ხარკი შეუწყვიტა, სულთან მუსტაფა III-ის დავალებით აჰმედ-ფაშა დაუკავშირდა არზრუმისა და ყარსის ფაშებს, დაღესტნელ ფეოდალებს და 1757 წელს 40-ათასიანი ლაშქარი გაგზავნა იმერეთში. სოლომონმა ხრესილის ველზე სასტიკად დაამარცხა ოსმალეთის ჯარი. ამ მარცხის გამო სულთანმა მუსტაფა III-მ აჰმედ-ფაშა თანამდებობიდან გადააყენა და ციხეში ჩასვა. აჰმედ-ფაშა ციხიდან გაიპარა, მაგრამ მალე ხელახლა დაატყვევეს და სულთნის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.309
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |