შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შერმადინ ჭკუასელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საჭამიასერი, ჩოხატაურის რაიონი. 1934 წელს ოზურგეთის ეთნოგრაფიულ გუნდში ჩაირიცხა. იგი დიდი დიაპაზონის მომღერალი იყო. გურული სიმღერის დიდებული მცოდნე, შესანიშნავი ტემბრის ხმას ფლობდა. ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრავიულ გუნდში მღეროდა, შემდეგ კი ვლადიმერ ერქომაიშვილის "შვიდკაცაში" გადავიდა. პარალელურად სხვადასხვა წლებში კონჭკათის, შემოქმედისა და სხვა სოფლების გუნდებს ლოტბარობდა. საკოლმეურნეო გუნდებთან ერთად არაერთხელ ისახელა თავი დათვალიერებებზე. უკანასკნელად 1965 წელს გაზაფხულზე მოწყობილ რაიონულ დათვალიერებაზე დაიმსახურა მაღალი შეფასება. 1963 წლიდან ანსამბლ "დილას" შემადგენლობაში იყო. შემდეგ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "ერისიონს" ხელმძღვანელობდა. ხალხური სიმღერების შემსრულებელი და ლოტბარი. წყარო: ხალხური სიმღერის მოამაგენი.-თბ., 2007.-გვ.228; - archive.is
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |